რა არის EduNova ?

EduNova არის ელექტრონული ჟურნალის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებისათვის.

EduNova-ს მთავარი უპირატესობებია: ვებ–ზე დაფუძნებული არქიტექტურა, მოქნილი აღრიცხვის სისტემა და კარგი ანგარიშების სისტემა. ჟურნალს გააჩნია სამი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის და ადმინისტრატორის.

დროის ნებისმიერ მომენტში მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგი – ამჟამად რას აკეთებს, რა აქვს დავალება, რა ნიშნებს იღებს, იყო თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილზე, ნახოს მასწაველბლის დაწერილი კომენტარები.

მასწავლებლებს საშუალება აქვსთ, მარტივად გააკეთონ დასწრების და ნიშნების აღირცხვა გაკვეთილის მსვლელობის პერიოდშივე. შეიტანონ საშინაო დავალებები და მოსწავლის კომენტარები. შეიტანონ შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების შედეგები. გაუზიარონ მშობლებს დოკუმენტები და შეტყობინებები.

სისტემის საშუალებით, როგორც სკოლის მმართველი,  თქვენ მოახერხებთ, მართოთ თქვნი სკოლის რესურსები, გქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა მასწავლებლის და მოსწავლის შესახებ დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას. ნახოთ აკადემიური დასწრებისა და მოსწრების მაჩვენებლები.

EduNova არის მარტივი გამოსავალი თქვენი სკოლისათვის. რომ დარწმუნდეთ, ნახეთ სისტემის ფუნქციების ჩამონათვალი და სადემონსტრაციო გვერდი.