პრეზენტაცია

Edunova წარმოადგენს ონლაინ ჟურნალს მასწავლებლისთვის და ონლაინ დღიურს მშობლისთვის/მოსწავლისთვის.
ამის გათვალისწინებით სისტემას გააჩნია 2 სხვადასხვა ინტერფეისი.

მასწავლებლის ჟურნალი

EDUNOVA (1)

ყოველდღიური ჟურნალის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია აღრიცხოს მოსწავლის მოსწრება/დასწრება. ასევე შესაძლებელია კომენტარის მითითება კონკრეტული მოსწავლისთვის


EDUNOVA (2)

მასწავლებლისთვის/სკოლის ადმინისტრაციისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია მოსწავლეების მოსწრება/დასწრების ანგარიში, სხვადასხვა პერიოდების ჭრილში


EDUNOVA (3)

Edunova-ს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს სემესტრის ცხრილი. ცხრილში მიეთითება ყველა საჭირო პარამეტრი, რის საფუძველზეც გენერირდება ყოველდღიური ჟურნალი


EDUNOVA (4)

საგნების ბაზაში შესაძლებელია ყველა საგნის დამატება, რომელიც სკოლაში ისწავლება


EDUNOVA (5)

მოსწავლეების ბაზაში ხდება მოსწავლის ყველა საჭირო მონაცემის შეტანა. ასევე შესაძლებელია გადახდილი/გადასახდელი თვეების მითითება, რაც მშობლის დღიურში აისახება შესაბამისად


EDUNOVA (6)

Edunova-ში ყველა მასწავლებელს ეთითება საკუთარი ანკეტური მონაცემები და ის საგნები რომლებსაც შეიძლება ასწავლიდეს


EDUNOVA (8)

Edunova-ს გააჩნია შიდა მიმოწერის სისტემა, რაც მოსახერხებელს ხდის მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობას. მიმოწერის სისტემაში არის ასევე საერთო ღია და დახურული ჯგუფები


EDUNOVA (7)

მასწავლებელს შეუძლია დავალების ჩანიშვნა როგორც უშუალოდ ჟურნალთან მუშაობისას, ასევე დავალებების კატეგორიაში. აქ ასევე შესაძლებელია დავალებების წინასწარ გაწერა მთელი სემესტრისთვის


Edunova დღიური წარმოადგენს მოქნილ საშუალებას მშობელი/მოსწავლე მუდმივად ხედავდეს საკუთარ მდგომარეობას, როგორც მიმდინარე პერიოდისთვის ასევე მისთვის საინტერესო სხვადასხვა პერიოდებში

EDUNOVA (221)

მშობელს/მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ნახოს კვირის ცხრილი


EDUNOVA (222)

სისტემაში მუდმივად შეგიძლიათ ნახოთ დავალებები სხვადასხვა დროისა და საგნების მიხედვით


EDUNOVA 222

მშობელს შეუძლია მუდმივად თვალყური ადევნოს მოსწავლის მოსწრებას, როგორც ნიშნების ასევე მასწავლებლის ჩანიშნული კომენტარების საშუალებით


აქ წარმოდგენილი მასალა ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით Edunova-ს ფუნქციონირების შესახებ. რათქმა უნდა ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ საშუალებების რაც სისტემას გააჩნია. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია სრულყოფილი დათვალიერება, სადემონსტრაციო ანგარიშის საშუალებით